ომის კვლევის ინსტიტუტი

ISW: ოკუპანტები უკრაინაში მოკლულებსა და დაჭრილებს ბრძოლის ველზე ტოვებენ

რუსი სამხედროები ბელგოროდში
РИА

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ახალი ანგარიშის მიხედვით რუსული სამხედრო შენაერთები ბრძოლის ველზე მოკლულებსა და დაჭრილებს ტოვებენ. მიზეზად უკრაინელების მძლავრი შეტევა და რუსული მხარის არასათანადო შეიარაღება სახელდება.

ISW-ს მკვლევარები რუსულ დივერსიულ-სადაზვერვო სამხედრო შენაერთ რუსიჩს გაესაუბრნენ. მებრძოლების თქმით მათი კონტრბატარია სიმძლავრითა და სიზუსტით უკრაინულს ჩამოუვარდება, ხოლო კრასნოპოლის მოდელსი ჭურვები ლაზერული დამიზნებით დეფიციტშია. რუსული შენაერთი აღნიშნავს, რომ მათი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ტორნადო-ს, უკრაინულების ხელთ არსებულ Himars-თან შედარებით ვერ უძლებს რადიოელექტრონულ ბრძოლას. ასევე სამხედრო შენაერთებს კომუნიკაციის საშუალებების სიმცირის გამო საკუთარი ხარჯებით უწევთ კავშირგაბმულობის მოწყობილობების შეძენა, რაც ფრონტის ხაზზე კომუნიკაციას ართულებს და არეულობას იწვევს.

რუსიჩის წევრებმა ასევე ილაპარაკეს მოკლულებისა და დაჭრილების გაყვანის პრობლემებზე. მათი თქმით ბრძოლის ველიდან მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია არ ხდება. ასეთმა შემთხვევებმა კი გაზარდა დეზერტირების რაოდენობა და რუსულ საბრძოლო შენაერთებში შეამცირა საბრძოლო სული.

ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული სრული ანგარიშის წაკითხვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

კომენტარები