გერმანია-უკრაინა

ბერბოკი: უკრაინა გერმანიისაგან 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას მიიღებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ვიზიტის დროს, 11 სექტემბერი

კიევში დაუგეგმავი ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.

ბარბოკმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს გერმანიის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება ჯამურად უკვე 380 მილიონ ევროს აღწევს.

უკრაინული მედიის ცნობით, ბერბოკი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა და ქვეყნის პროგრესი ევროკავშირის წევრობის გზაზე შეაქო. 

ეს არის ანალენა ბერბოკის მეოთხე ვიზიტი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ. ბოლოს ის იანვარში ხარკოვის ოლქს ეწვია.  ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი უკრაინას უფრო მეტი იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთავაზებებს დაჰპირდა. 

კომენტარები