რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაშია

Kyivpost/ Twitter

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მოულოდნელად კიევს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ბერბოკი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა და ქვეყნის პროგრესი ევროკავშირის წევრობის გზაზე შეაქო.

”უზარმაზარი გამბედაობითა და მონდომებით, უკრაინა ასევე იცავს ჩვენს, ყველას თავისუფლებას”, - თქვა ბერბოკმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩასვლისთანავე გამოქვეყნებულ განცხადებაში

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ანალენა ბერბოკი უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას განიხილავს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა. უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიიღო და იმედოვნებს, რომ ამ წელს დაიწყება ოფიციალური მოლაპარაკებები წევრობის განაცხადის დამტკიცებაზე. ბერბოკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 

ეს არის ანალენა ბერბოკის მეოთხე ვიზიტი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ. ბოლოს ის უკრაინას იანვარში, კერძოდ ხარკოვის ოლქს ეწვია. წინა ვიზიტისას ბერბოკი უკრაინას უფრო მეტი იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთავაზებებს დაჰპირდა. 

კომენტარები