სტიქია გურიაში

ძლიერი წვიმა და მეწყერი გურიის სოფლებში – ეძებენ 3 ადამიანს, აქედან 2 ბავშვია

რუსთავი 2

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

"ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობაა სოფელ ჯიხანჯირში. 

"ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით. მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს. მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი," - უთხრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა რუსთავი 2-ს.

კომენტარები