სექსუალური ძალადობა

11 წლის ბავშვის მიმართ სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საია

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"მსჯავრდებულმა 11 წლის ბავშვთან ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა" - აცხადებს პროკურატურა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქოონდა წარდგენილი (ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ).

კომენტარები