რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმის დეოკუპაციის საკითხი შეიძლება დიპლომატიური ან სამხედრო გზით გადაწყდეს – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსის სამიტის ფარგლებში გამართულ G7-ის ლიდერების შეხვედრაზე.
Paul Ellis/Pool/AFP via Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის დეოკუპაციისთვის უკრაინას ორი გზა აქვს – სამხედრო და დიპლომატიური. 

ზელენსკის თქმით, "საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ მეთოდის არჩევაზე გავლენას მტრის ქცევა იქონიებს".

"ეს შეიძლება, გადაწყდეს დიპლომატიური ან სამხედრო გზით. რუსული ჯარები თუ დატოვებენ ნახევარკუნძულს შემდგომი ზეწოლის გარეშე, ეს გადაარჩენს [ადამიანთა] სიცოცხლეს". – თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასის და ყირიმის ტერიტორიების დაბრუნების გარეშე უკრაინასა და ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. 

ზელენსკის თქმითვე, კიევი და საერთაშორისო პარტნიორები ამ ტერიტორიებზე რუსეთის უფლებებს არ ცნობენ. 

კომენტარები