ავტოსაგზაო შემთხვევა

კურიერი, რომელსაც თბილისში 28 აგვისტოს მანქანა დაეჯახა, დაიღუპა

დაიღუპა კურიერი, რომელსაც თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე 28 აგვისტოს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა - კურიერი მოპედით გადაადგილდებოდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება კითხვას, დააკავეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მუხლის თქმა შეუძლიათ და "უნდა გამოიკვეთოს ბრალეულობა".

კომენტარები