რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუმინეთი და ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების საწვრთნელ ცენტრს გახსნიან

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo 

29 აგვისტოს რუმინეთმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი F-16 ტიპის თვითმფრინავების ერთობლივ საწვრთნელ ბაზას გახსნიან. საწვრთნელ ცენტრში უკრაინელი პილოტები ახალი საბრძოლო თვითმფრინავების მართვას ისწავლიან. 

გავრცელებული ინფორმაციით საწვრთნელი ბაზა რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსდება. 

"ნიდერლანდებისათვის მნიშვნელოვანია აჩვენოს ერთობა და მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ნიდერლანდებმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ ერთობლივად გაწვრთნიან უკრაინელ პილოტებს და F-16 ტიპის თვითმფრინავები რუმინეთში, ბაზის ტერიტორიაზეც იქნება" - თქვა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა. 

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაადასტურა რომ ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალები რამდენიმე F-16 ტიპის თვითმფრინავს რუმინეთში, 86-ე საავიაციო ბაზაზე განათავსებენ

კომენტარები