რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე იერიში მიიტანეს, დაიღუპა 2 ადამიანი

რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ინფორმაცია პოლტავას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, დმიტრო ლუნინმა გაავრცელა. 

"მტერი დღეს [28 აგვისტოს] თავს დაესხა პოლტავას ოლქს. დაზიანდა სამრეწველო ობიექტი. დასტურდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ". - თქვა მან. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, აფეთქების შედეგად მცენარეული ზეთის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, დაღუპულები ღამის ცვლაში მუშაობდნენ. 

კომენტარები