ავსტრალიაში წვრთნების დროს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად სამი ამერიკელი საზღვაო საზღვაო ქვეითი დაიღუპა და 20 დაშავდა, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ამერიკელი პერსონალი იმყოფებოდა. ინციდიენტი მელვილის კუნძულზე მოხდა.
MV-22B Osprey დარვინის ჩრდილოეთით მდებარე ტივის კუნძულებისკენ მიფრინავდა.
წვრთნებში 2500 ჯარისკაცი იღებდა მონაწილეობას აშშ-დან, ავსტრალიიდან, ფილიპინებიდან, აღმოსავლეთ ტიმორიდან და ინდონეზიიდან.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანესი ინციდენტს გამოეხმაურა და მას ტრაგიკული უწოდა. მისი თქმით, ისინი დაშავებულებს დახმარება გაუწევენ.