საქართველო-რუსეთი

მედვედევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტ ლიდერებს შეხვდა

ასლან ბჟანია, დმიტრი მედვედევი და ალან გაგლოევი რუსეთში, 2023 წლის 25 აგვისტო.
РИА

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავიდან ერთი დღით ადრე რუსეთში მარიონეტ ლიდერებს: ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს შეხვდა. 

შეხვედრის დროს მედვედევმა 15 წლის წინანდელ მოვლენებზე ისაუბრა.

"2008 წელს რუსეთის გადაწყვეტილება არ იყო ყველაზე მარტივი, მაგრამ მან კავკასიაში უზრუნველყო მშვიდობა, სიცოცხლის დაცვა და რესპუბლიკების მაცხოვრებელთა ჯანმრთელობა და დიდი დავალებების გადაჭრა". – თქვა მედვედევმა და მარიონეტებს "მნიშვნელოვანი თარიღი" მიულოცა.

მედვედევს ბჟანიამ და გაგლოევმა მადლობა გადაუხადეს. ბჟანიამ რუსეთთან კავშირის გამყარებაზე ისაუბრა, გაგლოევმა კი თქვა, რომ მზად არიან ინტეგრაციის პროცესო განავითარონ რუსეთთან გაერთიანებამდე.

ამას გარდა, გავრცელდა მედვედევის ინტერვიუს ნაწყვეტები, რომლებშიც ის 2008 წლის ომის დაწყებას კვლავ მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას აბრალებს. ინტერვიუ 26 აგვისტოს გამოქვეყნდება.

2008 წლის 26 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

მედვედევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით იმუქრება

კომენტარები