კარლოს სანტანა

სანტანა: გჯერათ, რომ შეგიძლიათ იყოთ ვინმე სხვა, მაგრამ ქალი ქალია, კაცი კაცია

მუსიკოსმა და გიტარისტმა კარლოს სანტანამ ატლანტიკ სიტიში გამართულ კონცერტზე შეკრებილ მსმენელს სიტყვით მიმართა.

"როდესაც ღმერთმა შეგვქმნა, სანამ საშვილოსნოდან გამოვედით, ვიცოდით ვინ ვართ და რა ვართ. მოგვიანებით, როდესაც იზრდებით, რაღაცებს ნახულობთ და გჯერათ, რომ შეგიძლიათ იყოთ ვინმე სხვა, მაგრამ იცით, რომ ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ, ქალი ქალია და კაცი კაცია. ეს ასე არის. რის კეთებაც გინდათ მალულად თქვენი საქმეა". – განაცხადა მუსიკოსმა.

მიმართვა სოციალურ ქსელებში, კონცერტზე გადაღებული ვიდეოების სახით გავრცელდა. მუსიკოსის სიტყვები საზოგადოების ნაწილმა ტრანსფობიურ განცხადებად შეაფასა.

მოგვიანებით სანტანამ სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ არავის წყენინება არ უნდოდა.

"გავიაზრე, რომ ჩემი სიტყვებით ბევრ ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენე. გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ტრანსგენდერ თემს და ყველას ვისაც ვაწყენინე". – წერს მუსიკოსი.

პოსტის გამოქვეყნებიდან 12 საათის შემდეგ ბოდიშის შემცველი განცხადება ოფიციალური გვერდიდან წაიშალა. 

წყარო: Entertainment Weekly

კომენტარები