რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგიამ უკრაინაში F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გაგზავნა გადაწყვიტა – უკრაინული მედია

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo 

ნორვეგიამ უკრაინაში F-16 გამანადგურებლების გაგზავნა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიის პრემიერმინისტრი, იონას გაჰრ შტორე ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება.

F-16-ების კიევისთვის გაგზავნის შემთხვევაში, ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია იქნება მესამე ქვეყანა, რომელიც უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს მიაწვდის. 

19-20 აგვისტოს დანიამ და ნიდერლანდებმა უკრაინელი პილოტების წვრთნების დასრულების შემდეგ თვითმფრინავების კიევში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადეს. 

გარდა ამისა, უკრაინელმა მფრინავებმა დანიაში F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის ვარჯიში უკვე დაიწყეს.

ასევე, როგორც აქამდე გახდა ცნობილი, საბერძნეთი შეუერთდება იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელებს F-16-ებისთვის წვრთნიან. 

კომენტარები