ადამიანის უფლებები ავღანეთში

თალიბანი 100 ავღანელ ქალს დუბაიში უნივერსიტეტში სასწავლებლად გამგზავრებას უკრძალავს

REUTERS/Ali Khara/File Photo

Reuters-ის ცნობით, თალიბანის რეჟიმმა დაახლოებით 100 ქალს დუბაიში გამომგზავრება აუკრძალა, სადაც ის მათ უნივერსიტეტში სწავლას უფინანსებდა. 

ინფორმაციას არაბი ბიზნესმენი ხალაფ აჰმად ალ ჰაბტური ავრცელებს, რომელიც ავღანელი ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებას გეგმავდა. ბიზნესმენმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა (ყოფილი Twitter). 

ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის პრესსპიკერმა აღნიშნულ ბრალდებას არ უპასუხა. 

ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამყარების შემდეგ ავღანელ ქალებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში განათლების მიღება აეკრძალათ. 

კომენტარები