სამაშველო ოპერაცია პაკისტანში

15-საათიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა – პაკისტანში გონდოლაში მყოფი 8-ვე პირი გამოიყვანეს

საბაგირო პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, მთიან რეგიონში.
Office of Deputy Commissioner of Battagram

პაკისტანში, ალაი ტეჰსილში დაზიანებული საბაგიროს გონდოლადან რვავე ადამიანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია 15 საათს გაგრძელდა, ამ დროის მანძილზე მგზავრები 274 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ. 

გონდოლაში ჩარჩენილი 6 პირი 11-დან 15 წლამდე მოზარდი იყო, მათთან ერთად ასევე მგზავრობდა ორი მასწავლებელი. 

22 აგვისტოს, პაკისტანის დროით დილის 7 საათზე, ჰაიბერ პახტუნხვას ბატაგრამის რაიონში, ალაი ტეჰსილში საბაგიროს კაბელი გაწყდა. სამაშველო ოპერაციაში პაკისტანის არმიის ავიაციისა და პაკისტანის საჰაერო ძალების ვერტმფრენები მონაწილეობდა.  

როგორც გონდოლაში მყოფები მედიასთან საუბარში ამბობდნენ, ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც საბაგიროთი ექიმთან მიდიოდა, სამაშველო ოპერაციის ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უგონოდ იყო. მათივე ცნობით, გონდილაში მყოფებს წყალი არ ჰქონდათ. 

კომენტარები