სამაშველო ოპერაცია პაკისტანში

სამაშველო ოპერაცია პაკისტანში – მაშველები გონდოლაში მყოფი 8 ადამიანის გადარჩენას ცდილობენ

საბაგირო პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, მთიან რეგიონში.
Office of Deputy Commissioner of Battagram

22 აგვისტოს, პაკისტანის დროით დილის 7 საათზე ჰაიბერ პახტუნხვას ბატაგრამის რაიონში, ალაი ტეჰსილში საბაგიროს კაბელი გაწყდა. გონდოლაში სულ 8 ადამიანი იმყოფება, მათგან 6 სკოლის მოსწავლე, 2 კი მასწავლებელია. მგზავრების გადასარჩენად უკვე რამდენიმე საათია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ისინი 274 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებიან.

სამაშველო ოპერაციაში პაკისტანის არმიის ავიაციისა და პაკისტანის საჰაერო ძალების ვერტმფრენები მონაწილეობენ.

თაჰირ აიუბმა, რეგიონულმა პოლიციის ოფიცერმა, ინციდენტი დაადასტურა და თქვა, რომ არ არსებობს სხვა გზა, გარდა გონდოლაში ჩარჩენილი მგზავრების ვერტმფრენის საშუალებით გადარჩენისა.

გულფარაზმა, 20 წლის ახალგაზრდამ, რომელიც ამჟამად გონდოლაში იმყოფება, Geo News-ს სატელეფონო ზარის საშუალებით უთხრა, რომ ის და დანარჩენი მგზავრები ექვს საათზე მეტია საბაგიროზე არიან. მისი თქმით, გონდოლაში მყოფი 16 წლის მგზავრი, რომელსაც გულის პრობლემები აწუხებს, ბოლო სამი საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაშია. გულფრაზმა ასევე თქვა, რომ მოზარდი საბაგიროთი საავადმყოფოში მიდიოდა. მისივე სიტყვებით, გონდოლაში მყოფებს წყალი აღარ აქვთ.

კომენტარები