უკრაინა-დანია

რვა უკრაინელი პილოტი დანიაში F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მართვის წვრთნას იწყებს

REUTERS/Fabian Bimmer/File Photo 

დანიაში რვა უკრაინელი პილოტის წვრთნა დაიწყო. რვა პილოტი დანიურ სამხედრო ბაზაზე, სკრიდსტრუპზე გადამზადებას გაივლის. მათ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვას დანიელი ინსტრუქტორები შეასწავლიან. პილოტებთან ერთად წვრთნას გაივლის 65 უკრაინელი კადრი, რომელთაც F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების საფრენად მომზადებასა და შეკეთებას შეასწავლიან. 

დანიამ და ნიდერლანდებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ უკრაინას ათეულობით F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ. 

უკრაინელი პილოტების წვრთნის პროცესში მონაწილეობას საბერძნეთიც მიიღებს. 

კომენტარები