სტიქია რაჭაში

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანს ეძებენ.

შსს-ს ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყრის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები