2023 წელს გარდაცვლილები

82 წლის ასაკში მხატვარი თემო გოცაძე გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ფერმწერი და პედაგოგი თემო გოცაძე გარდაიცვალა.

გოცაძე 1941 წელს თბილისში დაიბადა. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 80-იან წლებში იყო მხატვრის სახლის დირექტორი, 1988-2005 წლებში საქართველოს სამუზეუმო–საგამოფენო გაერთიანების, სურათების ეროვნული გალერეის, გენერალური დირექტორი. 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში.

მხატვრის ცნობილი ნამუშევრებია: ლურჯა ცხენები, დაბადება, ეფემერები, ჩემი საუკუნე, ჩემი თბილისი, სულიერი საქართველო. მონუმენტური მხატვრობა: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა, მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი.

გოცაძე ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს სახალხო არტისტია. 

კომენტარები