თავისუფლების ინსტიტუტი

Liberty Institute: საქართველოს შესყიდვებში რუსული კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

თავისუფლების ინსტიტუტის [Liberty Institute] ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ინსტიტუტის ინფორმაციით, 2013 წლიდან 2022 წლამდე სახელმწიფოს შესყიდვებში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა თითქმის 20-ჯერ გაიზარდა.

"სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს და, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება ან შეიზღუდება. ასევე, უნდა შეიზღუდოს მონაწილეობა იმ რუსული კომპანიებისა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო." - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

კომენტარები