ავიაკატასტროფა მალაიზიაში

მალაიზიაში ავიაკატასტროფას 2 პილოტი და 6 მგზავრი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა მალაიზიაში, ელმინასთან ახლოს

მალაიზიაში კერძო თვითმფრინავი Beechcraft Model 390, რომელიც ლანგკავიდან სელანგორში მიფრინავდა, დაშვების მცდელობისას ელმინას მახლობლად არსებულ გუტრის გზატკეცილს დაეჯახა.

პოლიციამ Reuters-სა და ფრანგულ მედია სააგენტოს უთხრა, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 2 პილოტი და 6 მგზავრი დაიღუპა.

სელანგორის პოლიციის უფროსმა, ჰუსეინ ომარ ხანმა როიტერს უთხრა, რომ თვითმფრინავმა ორი წუთით ადრე, სანამ ის აბდულ აზიზ შაჰის აეროპორტში ჩავიდოდა, საჰაერო მოძრაობის კონტროლის კოშკთან კონტაქტი დაკარგა.

"სასწრაფო დახმარების თხოვნის ზარი არ განხორციელებულა, თვითმფრინავს მიეცა დაშვების ნებართვა". - თქვა მან.

მოწმემ, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ინჟინრად მუშაობდა, Reuters-ს უთხრა, რომ მან გაიგო აფეთქების ხმა, ადგილზე მისულმა კი დაინახა დაშავებულები.

მალაიზიის საჰაერო ძალების ყოფილმა წევრმა, მუჰამად ჰაშიმმა საფრანგეთის მედია სააგენტოს უთხრა, რომ მან დაინახა თვითმფრინავი, რომელიც არასტაბილურად დაფრინავდა, მალევე კი დიდი აფეთქების ხმა გაიგონა.

"სწრაფად გავეშურე შემთხვევის ადგილისკენ და დავინახე თვითმფრინავის ნაწილები. ვერაფერი გავაკეთე". - ამბობს მუჰამედ ჰაშიმი.

კომენტარები