შეტაკება ლიბიაში

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მომხდარ შეტაკებას სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

Smoke rises amid clashes between armed factions in Tripoli, Libya on August 15, 2023.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ორ ძლიერ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის მომხდარ შეტაკებას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, 106 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

Შეტაკება 14 აგვისტოს ბრიგადა 444-ის მეთაურის, მაჰმუდ ჰამზას დაკავების შემდეგ დაიწყო, როდესაც ის ტრიპოლის აეროპორტში გამგზავრებას ცდილობდა. Მაჰმუდ ჰამზა დააკავეს მეტოქე ფრაქციის წევრებმა, რომლებიც აკონტროლებენ აეროპორტს, თუმცა მისი დაკავების მიზეზი უცნობია.

15 აგვისტოს, საბრძოლო მოქმედებების დროს, ლიბიის ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მეომარ მხარეებს, დაეშვათ სასწრაფო დახმარების მანქანები, რათა შესულიყვნენ დაზარალებულ რაიონებში.

გაერთიანებული ერების მხარდაჭერის მისიამ ლიბიაში (UNSMIL) განაცხადა, რომ "ყურადღებით აკვირდება 14 აგვისტოდან ტრიპოლში განვითარებულ მოვლენებს". მისია მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველა ჩართულ მხარეს შეახსენებს მათ პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლის წინაშე.

კომენტარები