დაპირისპირება ლიბიაში

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ორ სამხედრო დაჯგუფებას შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ორ სამხედრო დაჯგუფებას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება ორშაბათს გვიან ღამით დაიწყო და სამშაბათს დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ამ დროისთვის უცნობია შეტაკებების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიგადა 444-სა და სპეციალური დანიშნულების ძალებს შორის დაპირისპირება ამ უკანასკნელის მიერ ბრიგადის ერთ-ერთი მეთაურის, მაჰმუდ ჰამზას დაკავების შემდეგ დაიწყო.

დაპირისპირებული ძალები ლიბიაში ყველაზე გავლენიან შეიარაღებულ დაჯგუფებებად ითვლებიან. ბრიგადა 444-ის უკან ქალაქ ტრიპოლიში შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას. სპეციალური დანიშნულების ძალებს კი დედაქალაქის აეროპორტი აქვთ დაკავებული.

დაპირისპირების შედეგად ტრიპოლის აეროპორტიდან ფრენების გადამისამართება გახდა საჭირო. უნივერსიტეტში კი სწავლა შეჩერებულია.

კომენტარები