ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში მანქანა დაიწვა, მძღოლი დაიღუპა

თბილისში, ჰუალინგთან მანქანა დაიწვა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრამდე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ სატვირთო მანქანას, შემდეგ კი გარე განათების ბოძს შეეჯახა და აალდა.

კომენტარები