რუსეთ-საქართველოს ომი

პრემიერი: წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ 2008 წლის ომი თავიდან აეცილებინა

ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს, ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით და რაც საზოგადოებამ არ იცის სამწუხაროდ... ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან ერთადერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ქვეყნის ინტერესები.

ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. და რა მივიღეთ,  20% არის ოკუპირებული, რუსული ჯარი გავიდა ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკოთ და ვინ დავგმოთ თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით [რუსული ჯარი]

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში, აგვისტოს ომზე.

კომენტარები