2023 წელს გარდაცვლილები

87 წლის ასაკში EXORCIST-ისა და FRENCH CONNECTION-ის რეჟისორი უილიამ ფრიდკინი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ოსკაროსანი ამერიკელი რეჟისორი უილიამ ფრიდკინი გარდაიცვალა. 

ფრიდკინმა კარიერა 60-იან წლებში სატელევიზიო ფილმებით დაიწყო. 1970-იან წლებში სტივენ სპილბერგთან, მარტინ სკორსეზესთან, ფრენსის ფორდ კოპოლასთან და სხვა ახალგაზრდა რეჟისორებთან ერთად იყო ე.წ. ახალი ჰოლივუდის ერთ-ერთ გამორჩეული რეჟისორი.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია The Exorcist და French Connection. უკანასკნელისთვის ფრიდკინმა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში 1972 წელს ოსკარი მიიღო. 

ფრიდკინის ფილმებს შორის არის Cruising, Rampage, Jade, Rules of Engagement, Killer Joe.

ოსკარის გარდა უილიამ ფრიდკინს მიღებული აქვს არაერთი კინემატოგრაფიული ჯილდო, მათ შორის ოქროს გლობუსი, კინორეჟისორთა გილდიის ჯილდო, BAFTA, კანის კინოფესტივალის ჟურნალისტების ჯილდო, ვენეციის კინოფესტივალის სპეციალური ჯილდო.

კომენტარები