შსს

შსს: პოლიციელი სტიქიის ზონაში შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში გამომძიებელი, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძე შეუძლოდ გახდა და დაიღუპა.

"პოლიციის მაიორი ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს" - აცხადებს შსს.

კომენტარები