სტიქია რაჭაში

პაპუაშვილი შოვზე: არ იყო საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა

არ არსებობს არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა. რა თქმა უნდა, არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა. ჩვენც ვეხმარებით ხოლმე ჩვენს მეზობლებს, როცა საჭირო არის და მეზობლებიც დაგვხმარებიან მაშინ, როცა საჭირო იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში - ურთიერთდახმარება. არ იყოს ამის საჭიროება. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შოვში, მეზობელი ქვეყნებისთვის სტიქიის ზონაში დახმარების თხოვნაზე საუბრისას.   

ბოლო მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 

კომენტარები