პაკისტანი

პაკისტანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა, სულ მცირე, 19 ადამიანი, დაშავდა – 50

სამხრეთ პაკისტანში მატარებლის რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა. 

Hazara Express-ის რამდენიმე ვაგონი რელსებიდან საჰარას რკინიგზის სადგურთან გადავიდა.

დაშავებული მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამაშველო ჯგუფები ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. დასახმარებლად არმიის სამაშველო ჯგუფებიც გამოიძახეს. 

ნავაბშაჰსა და სინდის მეზობელ რაიონების მთავარ საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებში შემთხვევის ადგილზე ათობით ადამიანი ჩანს. ზოგიერთი მგზავრი ამოტრიალებული ვაგონებიდან გამოსვლას ცდილობს.

რკინიგზისა და ავიაციის ფედერალურმა მინისტრმა, ხავაჯა საად რაფიკემ ადგილობრივი მედიასთან თქვა, რომ ოფიციალური პირები პირველ რიგში სამაშველო სამუშაოებზე გაამახვილებენ ყურადღებას და ავარიის გამომწვევ მიზეზებს  შემდგომ გამოიძიებენ.

კომენტარები