GWP

ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება

ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.

"უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 4 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 5 აგვისტოს 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - უნივერსიტეტის ქუჩა N2-18, N1-11, ჟღენტის ქუჩა N2, ქავთარაძის ქუჩა N21-27, N32-44, ნუცუბიძის ქუჩა N80-86, N131-179, ვაჟა-ფშაველას გამზირს N73, 75, 77, 79, N72-80, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N 8ა, 9-19 კორპუსებს, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N25 კორპუსს, ჭავჭავაძის გამზირს N39, 41-55, N73-78, N80, 82-85, ბაგების ნაწილს, მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, დანელიას, წმინდა ვასილესკოს, საკანდელიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, არჩილ ამაღლობელის, უჩანეიშვილის ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები