ჩინეთი

ჩინეთში მოზარდებს სმარტფონების გამოყენების უფლება დღეში მაქსიმუმ 2 საათი უნდა ჰქონდეთ – CAC

3 აგვისტოს, ჩინეთის კიბერსივრცის მარეგულირებელ უწყებაში განაცხადეს, რომ 18 წლამდე მოზარდებს სმარტფონების გამოყენების უფლება დღის განმავლობაში მაქსიმუმ 2 საათი უნდა ჰქონდეთ

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციას (CAC) სურს, სმარტ მოწყობილობების პროვაიდერებმა შემოიღონ "მცირე რეჟიმის პროგრამები", რომლებიც 18 წლამდე მომხმარებლებს საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე მობილური მოწყობილობით ინტერნეტზე წვდომას შეუზღუდავს. 

16-დან 18 წლამდე მომხმარებლებს ინტერნეტზე წვდომა დღეში ორი საათი შეეძლებათ, 8-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს 1 საათი, ხოლო რვა წლამდე ბავშვებს მხოლოდ რვა წუთი, თუმცა CAC-ის ადამინისტრაცია მიიჩნევს, რომ სერვისის პროვაიდერებმა მშობლებს უნდა მისცენ უფლება, ბავშვებისთვის დროის ლიმიტი თავად აირჩიონ. 

Reuters-ს შეფასებით, ინვესტორები ამ სიახლეს აღფრთოვანებით არ უყურებენ. CAC-ს მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჩინეთის ტექნიკური ფირმების აქციები დაეცა.

ერთ-ერთი იურიდიული ფირმის იურისტის თქმით, ახალი წესები კომპანიებისთვის თავის ტკივილი იქნება. 

"დიდი ძალისხმევა და დამატებითი ხარჯებია საჭირო ამ ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების სათანადოდ განხორციელებისთვის [...]

ამასთან, ძალიან მაღალი იქნება შეუსრულებლობის რისკი. ამიტომ, მე მჯერა, რომ ბევრმა ინტერნეტკომპანიამ შეიძლება, არასრულწოვანთა მიერ მათი სერვისებით სარგებლობა პირდაპირ აკრძალოს". - თქვა მან.

კომენტარები