რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა სამხედროებმა სტარომაიორსკეს დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 35-ე ცალკეულმა ბრიგადამ, 129-ე ბატალიონ არეისთან ერთად გაათავისუფლეს დასახლება, სტარომაიორსკე. 

ნახსენები სოფელი დონეცკის ოლქში მდებარეობს.

თავდაპირველად 35-ე ბრიგადის წევრებმა მიმართვა სოციალურ ქსელებზე გაავრცელეს. შემდეგში ჩანაწერი გადააზიარა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

"ჩვენი სამხრეთი! ჩვენი ბიჭები! დიდება უკრაინას!" - დაწერა ზელენსკიმ.

27 ივლისს აქტიური შეტაკებები მიმდინარეობდა უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში. როგორც გამოცემა The New York Times-ი წერდა, იწყება იკრაინელთა კონტრშეტევის ახალი ეტაპი.

კომენტარები