რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა – ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი

რუსული ხომალდი კასპიის ზღვაში კალიბრის ტიპის რაკეტას ცდის. 2017 წელი.
Denis Abramov/Sputnik/AP

26-27 ივლისის ღამით რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.  

გარდა ამისა, კიპერის თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამოქალაქო დაცვის 44 წლის თანამშრომელი. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის პორტში განადგურდა დაცვის სამსახურის შენობა და დაზიანდა ერთ-ერთი ტერმინალი.

"მტერმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე. შედეგად სამოქალაქო თანამშრომელი დაიღუპა. დაზიანებულია ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის საწარმოო ტექნიკა". - წერს კიპერი.

ამასთანავე, უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტებმა კალიბრის რაკეტები შავ ზღვაში წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს, ხოლო დაბალ სიმაღლეზე ფრენამ მათი აღმოჩენა გაართულა. 

კომენტარები