მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა სააკაშვილის თემის ლობირებაში – სახელმწიფო დეპარტამენტი

ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, აშშ-ის საელჩო საქართველოში არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოს როგორც სამთავრობო მედიების, ისე ხელისუფლების მიერ აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ ბრალდების მიზეზი, პატელმა აღნიშნა, რომ იგი რომელიმე მხარის "ფსიქოლოგიურ შეფასებას არ აპირებს".

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აშშ-ის საელჩო თბილისში არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში". - ამბობს პატელი.

24 ივლისს სამთავრობო მედია იმედმა, ქართული ოცნების სპიკერებმა და წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ ევა ენლიოტს ლობისტებისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ევალებოდა.   

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ იცნობდა, ოცნების ლიდერებმა "არადამაჯერებელი და წარმოუდგენელი" უწოდეს. 

აღნიშნულს აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ცნობები იმაზე, თითქოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს, "ცრუ და უპასუხისმგებლოა".  

კომენტარები