ქართველი ემიგრანტები

დონაძე: გაუარესებული ეკონომიკის გამო, ქართველები სამუშაო ადგილებს ევროპაში ეძებენ

სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების დამსახურება. შესაბამისად, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად, საქართველოს მოსახლეობა კარგავს სამუშაო ადგილებს და სამუშაო ადგილების საძებნელად მიდის ევროპაში იმისათვის, რომ მარტივად გადაარჩინონ საკუთარი ოჯახები. აღნიშნული რომ შეიცვალოს, ამისთვის უნდა შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად, რათა საქართველო დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ დონეს.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კვლევას, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის პირველ ადგილს ქართველები იკავებენ. 2 ივლისს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში 3432 ქართველი ცხოვრობს. ამ რაოდენობით საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია, ალჟირი და სირია. 

კომენტარები