რუსეთი-ბელარუსი

ლუკაშენკო პუტინთან შესახვედრად რუსეთში გაემგზავრა

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 9 მაისის პარადზე მოსკოვში.
ТАСС

ბელარუსის სამთავრობო მედიის, БЕЛТА-ს ინფორმაციით, ლუკაშენკო პუტინთან შესახვედრად რუსეთში გაემგზავრა.

გამოცემის ცნობით, 23 ივლისს, წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრაზე ლუკაშენკო და პუტინი უსაფრთხოებასთან ერთად ეკონომიკურ თანამშრომლობას, საერთაშორისო დღის წესრის, "უკანონო" სანქციებსა და სხვა საკითხებს განიხილავენ.

ლუკაშენკო რუსეთში ბოლოს 2023 წლის 9 მაისის ღონისძიებაზე ჩავიდა. ბელარუსულენოვანი გამოცემა Наша Ніва წერდა, რომ ლუკაშენკომ მოსკოვში ჩატარებული გამარჯვების დღის ღონისძიება ნაადრევად დატოვა. ამას გარდა, მედიამ კრემლის მიერ გავრცელებულ ფოტოში შენიშნა, რომ ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს მარჯვენა ხელი შეხვეული ჰქონდა.

ბელარუსელი ოპოზიციონერის, ვალერი ცეპკალოს ცნობით კი, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ჯანმრთელობის პრობლემები თავად ლუკაშენკომაც აღიარა.

კომენტარები