ბელარუსი

"სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ" – ლუკაშენკომ აღიარა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 9 მაისის პარადზე მოსკოვში.
ТАСС

ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მისი ჯანმრთელობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ სიკვდილს ჯერ არ აპირებს. 

"რადგან მკურნალობის საშუალება არ მქონდა, ხან მოსკოვში ვიყავი წასასვლელი, ხან გროდნოში, ხან გომელში, ეს ყველაფერი დაგროვდა. ამიტომ, არ ვაპირებ სიკვდილს, მეგობრებო. კიდევ დიდხანს მოგიწევთ ჩემი გაძლება." - თქვა ლუკაშენკომ. 

ამასთან, ბელარუსის დიქტატორმა თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ დისკუსიები უბრალოდ უაზრო სპეკულაცია იყო, თუმცა დიაგნოზის შესახებ კონკრეტულად არაფერი უთქვამს.

მანამდე, დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა Подъем-თან საუბარში დაადასტურა, რომ ბელარუსის ავტოკრატ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

9 მაისის შემდეგ ლუკაშენკო საჯაროდ არ გამოჩენილა.

ბელარუსულენოვანი გამოცემა Наша Ніва 9 მაისს წერდა, რომ ლუკაშენკომ მოსკოვში ჩატარებული გამარჯვების დღის ღონისძიება ნაადრევად დატოვა. მედია წერდა, რომ ლუკაშნეკო ალექსანდრეს ბაღში დსთ-ს ქვეყნების სხვა ლიდერებს ფეხით არ გადაჰყვა და ის მანქანით მიიყვანეს, შემდეგ კი მათ ერთობლივ არაფორმალურ სადილს არ დაესწრო. ამას გარდა, მედიამ კრემლის მიერ გავრცელებულ ფოტოში შენიშნა, რომ ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს მარჯვენა ხელი შეხვეული ჰქონდა.

კომენტარები