ალექსეი ნავალნი

რუსეთის პროკურატურა ალექსეი ნავალნისთვის დამატებით 20 წლიან პატიმრობას ითხოვს

20 ივლისს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პოლიტიკურმა მოკავშირე ივან ჟდანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო პროკურატურამ ნავალნისთვის დამატებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

ჟდანოვის თქმით, პროკურატურა ითხოვს ალექსეი ნავალნის საქმეში დამატებითი მუხლების განხილვას, როგორებიცაა ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსება და წაქეზება და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნა. 

რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერდიქტი 4 აგვისტოს გამოცხადდება. 

13 ივლისს ალექსეი ნავალნიმ თავის Instagram-ის ანგარიშზე დაწერა, რომ მას პატიმრობაში 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად ვლადიმირ პუტინის ერთი და იგივე სიტყვის მოსმენას აიძულებდნენ.

19 მაისს საკუთარ სასამართლო პროცესზე ალექსეი ნავალნიმ საკუთარ სასამართლო პროცესზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის ომის წინააღმდეგ ახალი მასობრივი კამპანიის დაწყება დააანონსა. 

პუტინის კრიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გერმანიაში ნავალნი ნერვული აგენტით მოწამლის გამო მკურნალობდა, რაშიც ის კრემლს ადანაშაულებდა. 

კომენტარები