რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ სანქციებს უწესებს 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს მიმდინარე ომში ეხმარებიან

Reuters

20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წერილობით განცხადებაში თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის ხაზინა თითქმის 120 ფიზიკურ პირსა და კომპანიას სანქციებს უწესებს.

აშშ ასანქცირებს იმ კომპანიებს, რომლებიც დაეხმარნენ რუსეთს ორმაგი დანიშნულების ნივთების მიწოდებით. ამასთან, აშშ ასანქცირებს იმ იმპორტიორებს, მომწოდებლებისა და სხვა კომპანიებს, რომლებიც რუსეთს დასავლეთის სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ და კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკის, ლითონისა და სამთო მრეწველობის სფეროებს მხარს უჭერდნენ.

"ეს სანქციები შეზღუდავს რუსეთს კრიტიკულ მასალებზე წვდომას, შეაფერხებს მის მომავალ ენერგეტიკულ წარმოებასა და ექსპორტის შესაძლებლობებს, ხელს შეუშლის სანქციებისთვის გვერდის ავლას."- თქვა ბლინკენმა.

სანქცირებულ კომპანიებში შედის ბანკები, მომწოდებლები, იმპორტიორები და მწარმოებლები. მიუხედავად იმისა, რომ სანქცირებული სუბიექტების უმრავლესობა დაფუძნებულია რუსეთში, არის რამდენიმე ყირგიზეთში დაფუძნებული კომპანია, ასევე ერთი სერბული და ერთი არაბეთის გაერთიანებული საემიროებში დაფუძნებული კომპანია.

"დღევანდელი ქმედებები ჩვენ მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომ შეზღუდოს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები და საბრძოლო ველზე მომარაგების ხელმისაწვდომობა." - თქვა ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეიემომ.

აშშ-ს ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები მიზნად ისახავს:

  • შეაფერხოს რუსეთის წვდომა იმ პროდუქტებზე, რომლებიც მის სამხედრო და საომარ შესაძლებლობებს ზრდის;
  • შეამციროს რუსეთის შემოსავალი ლითონებისა და სამთამადნო სექტორიდან;
  • შეამციროს მისი მომავალი ენერგეტიკული შესაძლებლობები.

კომენტარები