საქართველო-უკრაინა

ღარიბაშვილი: უკრაინაში კონტრშეტევა რთულად მიმდინარებს, ამ ფონზე ლუზერზე აკეთებენ კომენტარს

ამხელა მოლოდინი იყო უკრაინის კონტრშეტევებთან დაკავშირებით. გუშინ მოვისმინეთ გენერალ მილის შეფასებები, რომ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს კონტრშეტევები უკრაინაში. უკვე 20%-ია ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის. ტრილიონ დოლარზე მეტია ზარალი, რომელიც უკრაინას მიადგა. 10 ათასობით ადამიანია დაღუპული და უკრაინის 20 მილიონი მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში. ზოგმა ქვეყანა დატოვა, მეორე ათმა მილიონმა ქვეყნის შიგნით გადაინაცვლა. ამ ტრაგედიის შემდეგ, ყოველდღიური გამოწვევების ფონზე, როცა დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ სიმულიანტზე [მიხეილ სააკაშვილი] აკეთებ კომენტარებს და გინდა, რომ ამით რაღაც დღის წესრიგი შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის. ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენ მანამდეც გვქონდა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები