2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

Reuters/IPSOS: დონალდ ტრამპს რესპუბლიკელ ამომრჩევლებში 47%-იანი მხარდაჭერა აქვს

CREDIT: Evan Vucci

Reuters-ის და IPSOS-ის საერთო გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელ ამომრჩევლებში დონალდ ტრამპს 47%-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზე, 19%-ით, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი გავიდა. 

რესპუბლიკელი ამომრჩევლების 9% - რივეკ რამასვამის, ხოლო 7% ყოფილ ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს უჭერს მხარს. 

ონლაინ გამოკითხვამ 4 414 ადამიანი მოიცვა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატიული პარტიიდან მონაწილეობას პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც აპირებს. დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენის კანდიდატურა 63%-ით ლიდერობს. მას მოსდევს ანტი-ვაქსერი აქტივისტი რობერტ ფრანსის კენედი ჯუნიორი 15%-ით. 

ასევე, დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლების 63% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ჯო ბაიდენი ზედმეტად მოხუცია მთავრობაში მუშაობისთვის.

Reuters-ის ჰიპოთეტურ კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას ბაიდენისა და ტრამპის დაპირისპირების შემთხვევაში, ბაიდენი 37%-ით ტრამპის 35%-ის წინააღმდეგ იმარჯვებს.

 

კომენტარები