ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

AFP

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეა ავრცელებს.

ამავდროულად, დღეს, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დემილიტარიზებულ ზონაზე დააკავეს აშშ-ის მოქალაქე, რომელმაც სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული პირი აშშ-ის არმიის ჯარისკაცი აღმოჩნდა.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ბალისტიკური რაკეტა მეორედ გამოსცადა. 12 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მახლობლად კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

კომენტარები