კაპიტოლიუმზე შტურმი

ტრამპის თქმით, კაპიტოლიუმის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსადგენად 4 დღე აქვს

ტრამპის თქმით, კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსადგენად 4 დღე აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცლებს.

თავისი სოციალური მედიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ მას სპეციალურმა მრჩეველმა, ჯეკ სმიტმა 16 ივლისს ღამით აცნობა, რომ გამოძიების სამიზნეა.

მისივე თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარდგენა "ყოველთვის ნიშნავს დაპატიმრებას და საბრალდებო დასვკნას".

მასალა განახლებადია


კონგრესის გამოძიებამ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ექსპრეზიდენტ, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის ბრალდება წამოაყენა. აშშ-ის მედიის ცნობით, საქმისთვის შერჩეული კომიტეტი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აჯანყების უპრეცედენტო ბრალდებას მოიძიებს.

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, რის შედეგადაც ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ. 

კომენტარები