რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით მყიფეა – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე. 2023 წლის 12 ივლისი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით მყიფეა. ამის შესახებ მაკრონმა ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე ისაუბრა.

ამასთან, მაკრონი რუსეთში ბოლოდროინდელ არეულობას შეეხო და თქვა, რომ ქვეყანაში "გაყოფის ნიშნები" არსებობს.

მაკრონმა უკრაინის დახმარებასა და მხარდაჭერაზეც ისაუბრა და თქვა, რომ იქნება უკრაინის გვერდით მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დამანგრეველი იქნება მიმდინარე ომი.

მისივე თქმით, საფრანგეთმა და ალიანსის წევრებმა კიდევ მეტი უნდა გააკეთონ უკრაინისთვის, განსაკუთრებით ახლა - უკრაინის კონტრშეტევის დროს.

დღეს 12 ივლისს, ვილნიუსში გაიმართება NATO-უკრაინის ახალი საბჭოს პირველი სხდომა. აღნიშნული ფორმატი სპეციალურად უკრაინასა და სამხედრო ალიანსის 31 ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა.

კომენტარები