რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: უკრაინა NATO-სთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Gints Ivuskans/AFP

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა ალიანსთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან ერთად გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა

"მოკავშირეები ნამდვილად ადასტურებენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება და შეთანხმდნენ, რომ უკრაინის შემთხვევაში გაუქმდეს წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა". - ამბობს სტოლტენბერგი. 

წევრობის სამოქმედო გეგმა, ე.წ. MAP-ი ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების რეფორმების პროგრამაა, რომელიც ქვეყნებმა ალიანსში გაწევრიანებამდე უნდა შეასრულონ. 

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის MAP-ის გარეშე მიღება წევრობის ორსაფეხურიან პროცესს ერთსაფეხურიანამდე შეამცირებს. მისი განმარტებით, NATO-ს მოკავშირეები, მას შემდეგ, რაც ომის დასრულების შემდეგ დარწმუნდებიან, რომ პირობები შესრულდა, უკრაინას გაწევრიანების მოწვევას გაუგზავნიან.

"დღეს ჩვენ ვხვდებით, როგორც თანასწორები, მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა მოკავშირეებად შევხვდებით". - მიმართავს სტოლტენბერგი ზელენსკის. 

კომენტარები