რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ვილნიუსში NATO-ს სამიტის შემდეგ ჩვენი გზა ალიანსამდე კიდევ უფრო შემოკლდება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა და NATO რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე უკვე შეთანხმდნენ. კულებას განმარტებით, ეს გადაწყვეტილებები უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გზას კიდევ უფრო შეამოკლებს. ამის შესახებ კულება Threads-ზე წერს.

"სამიტის შემდეგ, ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად კიდევ უფრო შემოკლდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, რაზეც ბევრჯერ გვითხრეს, რომ არ გამოვიდოდა, თუმცა, ჩვენ ეს პარტნიორებთან ერთად მოვახერხეთ". - წერს კულება. 

ასევე, კულება აღნიშნავს, რომ ის, რაც ამჟამად პროცესს აკლია, არის სიცხადე.

"ის, რაც ამ გზას კიდევ უფრო დააჩქარებდა, არის სიცხადე უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ახლა ამისთვის უნიკალური მომენტია. NATO-ს მიერ ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა პუტინისთვის საჩუქარი იქნება იმ დროს, როდესაც მას ყველა ფრონტზე უნდა ვავიწროვებდეთ.

მუშაობა გრძელდება და გაგრძელდება შეუფერხებლად. მათ შორის, შაბათ-კვირას და ვილნიუსში NATO-ს სამიტის დეკლარაციის მიღების ბოლო წუთამდე". - წერს კულება. 

ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11 ივლისს დაიწყება და 12-ში დასრულდება. წევრი ქვეყნები, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის სამხედრო ალიანსში მიღებას განიხილავენ.

კომენტარები