ალენ დელონი

ალენ დელონის შვილები მამის კომპანიონს ძალადობისთვის უჩივიან

87 წლის ალენ დელონის შვილები მამის კომპანიონს, ჰირომი როლინს სასამართლოში უჩივიან. მათი თქმით როლინმა დელონზე და ასევე მის ძაღლზე იძალადა.

ალენ დელონის შვილების, ენტონის, ანუშკას და ალენ-ფაბიენი თქმით როლინი დელონისა და მისი შვილების მიმართ აგრესიული იყო. ასევე როლინმა დელონის ძაღლს დაარტყა. შვილების თქმით თავად მსახიობიც სასამართლოს ჩარევას მხარს უჭერს. 

საქმეს პროკურორი ჟან-სერიკ გო იძიებს. მისი თქმით მან ძიებაში უკვე ჩართო პოლიცია.

როლინის ადვოკატები ყველა ბრალდებას უარყოფენ. მათი თქმით როლინს მსახიობის ოჯახის წევრები და პირადი მცველები ავიწროებდნენ.

კომენტარები