რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის ევროპა მზადაა, ზელენსკი უკიდურეს პოზიციას იკავებს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ევროპული ქვეყნები უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, ზელენსკი კი უკიდურეს პოზიციას იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს

მისივე თქმით, ზელენსკის პოზიციაა, რომ "იბრძოლოს მანამ, სანამ არ გაათავისუფლებს ტერიტორიებს, თუნდაც ბოლო უკრაინელამდე".

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს შუალედურ პოზიციას - "ისინი მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის კონტრშეტევის შემდეგ".

ლუკაშენკოს თქმითვე, ბელარუსისა და რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინის დასავლეთი ტერიტორიების პოლონეთის ან სხვა დასავლური ქვეყნების მიერ დაკავების შესაძლებლობა.

"ჩვენ განვიხილეთ ეს თემა რუსეთის პრეზიდენტთან, გვაქვს სრული ურთიერთგაგება. ეს არის ძალიან საშიში გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის, თუ მათ აქვთ სურვილი, შეიჭრან უკრაინის ტერიტორიაზე და დაიბრუნონ "ისტორიული ტერიტორიები". ეს ჩვენთვის მიუღებელია". - თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები