კრიმინალი

"ცოლს 33 ჭრილობა მიაყენა" – ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობისთვის კაცი დააკავეს

პროკურატურამ ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულს აღკეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს, თბილისში ბრალდებულმა მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები