თავდასხმა კიევის სასამართლოს შენობაზე

პირი, რომელიც კიევის სასამართლოს შენობას დაესხა თავს, აფეთქების შემდეგ დაიღუპა – კლიმენკო

REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონის სასამართლოს შენობაში აფეთქების შემდეგ თავდამსხმელი დაიღუპა. ინციდენტის შედეგად დაშავდა სპეცსამსახურების 2 თანამშრომელი. 

კლიმენკოს თქმით, თავდამსხმელი სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობას ემსხვერპლა. წინასწარი ცნობებით, ახალგაზრდა კაცმა თავი აიფეთქა. 

შინაგან საქმეთა მინისტრი იუწყება, რომ თავდამსხმელი, იგორ ჰუმენიუკი, სასამართლო პროცესს, როგორც ეჭვმიტანილი პირი ესწრებოდა. მას ბრალად ედებოდა 2015 წელს ეროვნული გვარდიის 4 უკრაინელი სამხედროს სიკვდილი.

სასამართლო მოსმენის დასრულების შემდგომ ჰუმენიუკი საპირფარეშოში გავიდა და ასაფეთქებელი დაცვის თანამშრომლებს ესროლა. 

ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელმა უარი თქვა პოლიციასთან თანამშრომლობაზე და სამართალდამცავებს კიდევ ერთი ასაფეთქებელი საშუალება ესროლა. კლიმენკოს ცნობით, ჰუმენიუკი ამ დაპირისპირების დროს დაიღუპა. 

მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა იგორ ჰუმენიუკმა სასამართლო დარბაზში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა. 

კომენტარები